ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რომან გოცირიძის განცხადებით, ლონდონის ბირჟაზე ქართულ კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის ჯამურმა კლებამ, დაახლოებით 5.6 მილიარდი ლარი შეადგინა

რაც „აგენტების რუსულმა კანონმა“ ლონდონის ბირჟაზე ქართულ კომპანიებს დამართა, იშვიათად თუ მოიძებნება პრაქტიკაში, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

,,ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პირველი მაისიდან დღემდე, ამ კომპანიებმა ერთბაშად დაკარგეს თავისი ღირებულების მეოთხედზე მეტი: „ჯორჯია კაპიტალი“ -29.8%. „საქართველოს ბანკი“ -30.9%. „თიბისი ბანკი“ -25.6%.

ამ კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის ჯამურმა კლებამ 1,6 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც დაახლოებით 5,6 მილიარდი ლარის ტოლია" , - აღნიშნა რომან გოცირიძემ.