ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გორის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

გორის მერის მოადგილემ, ნიკოლოზ ღვინიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია TV24-ს გორიის მერიის პიარსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც მერიის პიარსამსახურში განმარტეს, ღვინიაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მისი გადადგომის ფაქტს გორის მერის მეორე მოადგილე თამაზ შიოშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ ნიკოლოზ ღვინიაშვილი თანამდებობიდან ოჯახური პირობების გამო გადადგა.

,,მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ნიკამ თავისი ნებით დაწერა განცხადება და დატოვა თანამდებობა. ამაზე მეტის თქმა მე არ შემიძლია. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთი გუნდი. განცხადების დაწერის შემდეგ შემოვიდა, დამემშვიდობა და წავიდა. რა შუაშია ღარიბაშვილი და კობახიძე. თვითონ დაწერა განცხადება და გადადგა. დანარჩენი იქნებ თავად დაუკავშირდეთ და გაარკვიოთ“, -ამბობს შიოშვილი.

ნიკოლოზ ღვინიაშვილი გორის მერის მოადგილედ 2021 წლიდან მუშაობს. ის ასევე სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო.

ავტორი: ანა ბაქრაძე