„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, ისიც ფლობს ინფორმაციას, რომ ივანიშვილის პარტიის გარკვეულმა პირებმა, უკვე მიიღეს შეტყობინება, რომ მათი არსებული ვიზები აღარ არის ვალიდური.
მისი განმარტებით, საქმე ეხება სამოგზაურო შეზღუდვას.
„მე რამდენადაც ვიცი, ეს შეზღუდვა მათი ოჯახის წევრებსაც შეეხება. საქართველოში ამგვარი ინფორმაცია არ იმალება და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაც მალე გაიგებს ამ პირების შესახებ, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმადგენელმა ისაუბრა, რომ სავარაუდოდ სანქციებს, არამარტო სამოგზაურო სახით, არამედ უახლოეს მომავალში, ფინანსური სანქციების სახითაც ვიხილავთ. სწორედ ამაზე ისაუბრა მილერმა.
ჩვენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარალელურ რეჟიმში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურ სანქციებზე იმუშაონ... ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სავიზო შეზღუდვის პარალელურად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურადვე მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მანამდე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ,,ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლების ოჯახის წევრებს, უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ის ვიზების გაუქმების შესახებ.