თბილისის საქალაქო სასამართლოში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 11 პირის განაჩენი გამოცხადდა.
ოთხს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, ხოლო შვიდი - 500 ლარით დააჯარიმა. ყველა მათგანს გამოძიება 2 მაისს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
ადვოკატების განცხადებით, არცერთი ვიდეომტკიცებულებაში, რომლებიც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.