ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გორში, ბარ-რესტორნის მფლობელი დააკავეს. ადვოკატი ამბობს, რომ ის ნაცემია, დაკავების მიზეზად კი აქციებში მონაწილეობას ასახელებს

გორში, ბარ-რესტორნის მფლობელი, იოსებ ბაბაევი დააკავეს. გვიან გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლი, სადაც ვერაფერი აღმოაჩინეს, თუმცა გაჩხრიკეს ავტომობილიც, საიდანაც სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

მისი ადვოკატის თქმით, ბაბაევი სასტიკად არის ნაცემი და დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას აბრალებს - იოსებ ბაბაევი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.

როგორც დაკავებულის მეგობარი, ვახო ფიცხელაური TV24-თან საუბარში აცხადებს, დაკავებისას დაფიქსირდა ღირსების შემლახავი ფაქტებიც.

„ტანზე შემოახიეს ტანსაცმელი და სურათები გადაუღეს, თან აგინებდნენ და ეუბნებოდნენ, ვის გვერდით დგახარო. სასტიკად არის ნაცემი. თან ამოღებულ იარაღს ადებდნენ ტანზე, რომ დნმ გადასულიყო“, - ამბობს დაკავებულის მეგობარი.


ავტორი: ანა ბაქრაძე