ვინმეს თუ აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „აგენტების კანონს“ ეხებოდა.
პრემიერის მტკიცებით, გამჭვირვალობას, რევოლუციის, არეულობისა და მეორე ფრონტის პრევენციას არ აქვს საქართველოში ალტერნატივა.
„კანონთან დაკავშირებით ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. მე შევთავაზე ყველას საჯარო დისკუსია. ყველა გაექცა საჯარო დისკუსიას. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ არსებობს. გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის, არეულობისა და მეორე ფრონტის პრევენციას არ აქვს საქართველოში ალტერნატივა. ამ ყველაფერს ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ.
სანქციების უნდა ეშინოდეს მხოლოდ და მხოლოდ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“. ეს არის ჩემი პირდაპირი გზავნილი“, - აღნიშნა პრემიერმა.