თბილისში ორი ახალგაზრდა მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.