ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაიკლ როთი: ძვირფასო, ქართველებო, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპული პარტიები

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი ქართველებს მიმართავს და წერს, რომ პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა, საპარლამენტო დემოკრატიის ფონზე, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაა.

„ძვირფასო ქართველებო, გმადლობთ, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოხვედით ქუჩებში და ევროპული საქართველოსთვის იბრძვით. პოლიტიკა საკმაოდ რთული რამ არის. პოლიტიკა არ არის ბინძური, მას პოლიტიკოსები აბინძურებენ - ეს ყოველივე კარგად ვიცი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება. ამიტომაც, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები. პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა, საპარლამენტო დემოკრატიის ფონზე, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაა. საქართველო ამას იმსახურებს“, წერს როთი Facebook-ზე.