ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ - საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ - საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. სადაო ნორმის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად განისაზღვრება, ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი.

მოსარჩელე მხარის, ეკა მამრიკიშვილის თქმით, პირის შესახებ ცნობების შეგროვება და მისი ვიზუალური კონტროლი იწვევს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას, რისთვისაც აუცილებელია სასამართლო კონტროლის არსებობა.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე შესაძლებელია, სასამართლოს ბრძანების გარეშე, განხორციელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მსგავსი ღონისძიებები, რაც ვერ აკმაყოფილებს პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის ფორმალურ კონსტიტუციურობას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. მოპასუხე მხარემ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საკითხზე მედიასთან კომენტარი არ კეთდება.

ავტორი: სულხან მესხიძე