თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ამის მიზეზი ტექნიკური შეფერხებაა და მოძრაობის აღდგენას 15-20 წუთი დასჭირდება.
როგორც ცნობილია, მეტროს გაჩერება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია.