აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი MEGOBARI აქტის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ აქტს DAUDZINEBELI უნდა ერქვას, რადგან მასში მტრობაზეა საუბარი.
იან კელი პრემიერს ურჩევს, რომ მტრები ჩრდილოეთით ეძებოს.
„ბატონო პრემიერო, თუ თქვენ ეძებთ თქვენს მტრებს, გაიხედე ჩრდილოეთისკენ, სადაც რუსული ჯარები აგრძელებენ ოკუპაციას, მუქარასა და დაპატიმრებას. თქვენი მეგობრები თქვენს შორის არიან, მუშაობენ, რომ დაგეხმარონ დასავლეთთან შეერთებაში, ოცნებასთან, რომელსაც ყოველი ტყუილითა და შეურაცხყოფით აშორებთ“, -წერს კელი X-ზე.
Mr PM, if you're looking for your enemies, look to your north, where Russian troops continue to occupy, threaten, and imprison you. Your friends are among you, working to help you join the West, a dream you push away with every lie and insult.https://t.co/UmVS7sGbgP
— Ian Kelly (@ikelly731) June 6, 2024