თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება - მიმინო 1925 აფუძნებს მოძრაობას — პირველი მერცხალი. როგორც ისინი სოციალურ ქსელში წერენ, მიზანი დემონსტრანტებისთვის შემცირება, ჰუმანიტარული აქტივობები და კოორდინაციისა და ორგანიზებულობის ზრდაა.
„ვიდექით დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ერთი წლის შემდეგ, საპოლიციო რეჟიმის დინამიკა გვკარნახობს, რომ დათითოკაცებული აქტივობა უკვე საფრთხისშემცველია და დროა, გავერთიანდეთ.
მმართველი პარტიის მიერ უკანასკნელი კვირების განმავლობაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა მიიყვანა სახიფათო გზაჯვარედინამდე. სწორედ ამიტომ აუცილებელია გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და ყველანი განურჩევლად დავდგეთ ერთ მხარეს.
საქართველოს, ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის და კონსტიტუციის დასაცავად, გადავწყვიტეთ, ვიმოქმედოთ ერთობლივი ძალებით“, - წერს მიმინო 1925.