ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ელისო ბოლქვაძე: პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს, რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ

მმართველი გუნდის წევრის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს, რათა ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ დამცავი მექანიზმები შემუშავდეს.

,,იმათ, ვისაც ჰგონია რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია! დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა! კანონი ითვალოსწინებს ციხეს და ჯარიმას 15.000 ევროს ოდენობით!

საქართველოს პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ პოლიტიკურ ველზე საქართველოში",- წერს ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.