ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბჟანია: რუსეთი და აფხაზეთი სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ

რუსეთი და აფხაზეთი სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აცხადებს.

მისივე თქმით, სოხუმში იმედოვნებენ, რომ მომავალში საგუშაგო საერთოდ არ იქნება.

ბჟანიას განცხადებით, გადაწყდა მდინარე ფსოუსზე არსებული ძველი საცალფეხო ხიდის გამოყენება, რომელზეც ამჟამად რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

„ეს გააადვილებს სახელმწიფოებს შორის საზღვრების გადაკვეთას. მაგრამ დროთა განმავლობაში, მე ველოდები, რომ ურთიერთობები იქამდე მივა, რომ  არ იქნება გამშვები პუნქტი. იქნება საზღვარი, მაგრამ საგუშაგო საბოლოოდ ზედმეტი გახდება“, - ამბობს ბჟანია ,,რია ნოვოსტისთან".