ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ ეხმიანება და რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
„ვგმობთ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, - წერს გაბრიელიუს ლანდბერგისი X-ზე.
FM @GLandsbergis: We condemn the so-called "parliamentary elections" in occupied Georgia's Tskhinvali region and call on the Russian Federation to fulfil its obligations under the 12 August 2008 cease-fire agreement to withdraw its occupation forces from the territory of 🇬🇪.
— Lithuania MFA | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) June 9, 2024