ბათუმში სიტყვიერი დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. არიან დაშავებულებიც. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.
თვითმხილველის თქმით, კონფლიქტში 20-მდე პირი მონაწილეობდა, ისინი ერთმანეთს სხვადასხვა საგნით უსწორდებოდნენ.
ავტორი: სულხან მესხიძე