„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, საგარეო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპარლამენტის არჩევნებზე იმყოფებოდა.
როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ინარჩუნებენ გავლენას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, როგორც კი ქართველი ხალხი შეცვლის ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს, ქართველ ხალხს გზა ხსნილი აქვს, რომ რეფორმების შედეგად, ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი.
„ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ინარჩუნებენ გავლენას, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მხარს უჭერენ ევროკავშირის გაფართოებას. ახლა ქართველი ხალხის არჩევანია ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორც კი ქართველი ხალხი შეცვლის ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს, ევროპარლამენტის არჩევნებიც აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს გზა ხსნილი აქვს იქითკენ, რომ რეფორმების შედეგად, ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი. აქ, შვედეთში წარმატებას მიაღწიეს ზუსტად იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ურყევად განვლილი ათწლეულების განმავლობაში და კვლავაც გააგრძელებენ ბუნებრივია მის მხარდაჭერას“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.