,,ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი მმართველი გუნდის წევრების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმიანება.
ვოლსკი თვლის, რომ ფაქტი სერიოზული გაუგებრობაა.
,,მე არ მაქვს აშშ-ის ვიზა. პოლიტიკური დამოკიდებულებაა ამ საკითხის მიმართ, როდესაც კანონმდებელი იღებს კანონს და ის შეიძლება დასანქცირდეს. ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია. რაც მთავარია, რადიკალური სხვაობაა იმ პოლიტიკასთან, რომელიც გააჩნია ატლანტიკურ საბჭოს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ოდესმე დასრულდება. არის სერიოზული გაუგებრობა. ეს არის მოკავშირის მიმართ გახსნილი ცეცხლი," - განაცხადა ვოლსკიმ.