TV პირველის ინფორმაციით, მათი ტელეკომპანიის შენობასთან ორი მანქანა იყო ჩასაფრებული. ამის შესახებ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
როგორც ჟურნალისტი იუწყება, მანქანაში ნიღბიანი პირები ისხდნენ.
„მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს, ახლა ტელევიზიაში რომ შემოვარდნენ ან ტელევიზიიდან გასულ თანამშრომლებს აედევნონ და დატრიალდეს ის, რაც არის. მე შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში ჩავაყენე, გამოვიძახე პატრული", - თქვა მელაძემ.
მელაძის თქმით, ერთ-ერთი მანქანა ტელევიზიის ტერიტორიაზეც შევიდა.