ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჯაპანა-ლანჩხუთის(ასაქცევი) გზასა და ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2024 წლის 11 ივნისის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის(ასაქცევი) საავტომობილო გზაზე და ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ15-კმ32 მონაკვეთის გავლით.