რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავმა სუ-34-მა ჩრდილოეთ ოსეთის მთებში კატასტროფა განიცადა და მისი ეკიპაჟი დაიღუპა.
უწყების ცნობით, რომელსაც რუსული სააგენტოები ავრცელებენ, საჰაერო-კოსმოსური ძალების ბომბდამშენი დაუსახლებელ რაიონში, საწვრთნელი ფრენისას ჩამოვარდა.
„ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, მთიან ტერიტორიაზე, თვითმფრინავი გეგმური სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
წინასწარი შეფასებით, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.