აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაციას სალომე ბარკერი ავრცელებს.
მისი თქმით, ბერძენიშვილს ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.
„შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ „აღშფოთებული მოქალაქეები" და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა.
სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერს ბარკერი.
მანამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ზუკა ბერძენიშვილი ერთ-ერთია, ვინც პარლამენტის წევრებს „მუქარით და შეურაცხყოფით“ ურეკავს.