ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას იაპონია არ აღიარებს, - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათი თქმით, იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას
„იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას.
იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას“, -აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.