რუსული მედიის ცნობით, ავიაკომპანია Azimuth ქუთაისის მიმართულებითაც იფრენს. ფრენები ივლისიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება.
„Azimut Airlines ავითარებს საერთაშორისო მარშრუტების ქსელს და აცხადებს ავიაბილეთების გაყიდვის გახსნას ახალ მარშრუტზე - მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვი. ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ფრენა 2024 წლის 2 ივლისიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით სამშაბათს და პარასკევს შესრულდება ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ფრენა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან დილის 07:10 საათზეა დაგეგმილი, ბორტი ქუთაისში 11:45 საათზე დაეშვება, ხოლო ქუთაისიდან გამგზავრება 12:45 საათზეა დაგეგმილი.
Azimuth Airlines-მა საქართველოში ფრენები 2023 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პუტინმა შეზღუდვა მოხსნა.