მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ,,ქართულ ოცნებაში" ჯერ არ უმსჯელიათ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტი სათავეში კოლექტიურ ,,ნაციონალურ მოძრაობას" ჩაუდგა, რაც გასაოცარია.
,,ადამიანები, ვინც სისხლიანი ხელებით მოვიდნენ, დღეს ოპოზიციაში რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, რასაკვირველია, ახალგაზრდებისთვის მისაღები არ იქნება და აქედან გამომდინარე, ახალი ლიდერი შეარჩიეს. საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ ,,ნაცმოძრაობას" სათავეში სწორედ სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და ახალგაზრდების კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს. ეს არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ. ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით. ამ საკითხზე არ გვიმსჯელია", - განაცხადა ვოლსკიმ.