საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და ბაკურციხე-წნორის სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოების ჩატარების მიზნით, ერთი კვირის განმავლობაში ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზით სარგებლობა აკრძალული იყო.