ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლილუაშვილი: ჩვენი სუს-ის მოწყობა ერთ-ერთი საუკეთესოა, კოლეგა უწყებები ევროპიდან ჩამოდიან და რეფორმებს სწავლობენ

თუ „ლელოს“ რამდენიმე ათეული წლის მერე გაუმართლებს და ხელისუფლების სათავეში მოვა, მერე შეცვალონ მათ უსაფრთხოების სისტემა, - ასე გამოეხმაურა სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი „ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებას.

ლილუაშვილის თქმით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მოწყობა ერთ-ერთი საუკეთესოა და ევროპიდან ჩამოდიან იმისთვის, რომ განხორციელებული რეფორმები შეისწავლონ.

„ძალიან თამამი განცხადებები გაუკეთებია... მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მოწყობა არის ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენი კოლეგა უწყებები ევროპიდან ჩამოდიან და ამა თუ იმ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს სწავლობენ. თუ „ლელოს“ რამდენიმე ათეული წლის მერე გაუმართლებს და ხელისუფლების სათავეში მოვა, მერე შეცვალონ მათ უსაფრთხოების სისტემა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ლანა გალდავას განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ანტიკორუფციულ საქმიანობას ცალკე გამოიტანენ და დამოუკიდებელი, ძლიერი, ერთიანი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი ევროპული ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნება.