„ქართული ოცნების" დეპუტატი, ლადო კახაძე პრემიერი-მინისტრის განცხადებაზე, თითქოს, ევროკომისარი ვარჰეი სლოვაკეთის პრემიერის, ფიცოს ბედის გაზიარებით „დაემუქრა", ამბობს რომ კობახიძის საუბარში ის ეჭვეს ვერ შეიტანს.
რაც შეეხება გუშინ, სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის ნათქვამს, რომ გამოსაძიებელი არაფერია, კახაძე ამბობს, რომ ეს შესაძლოა, იმ დიპლომატიის შემდგენელი ნაწილია, რომლითაც ქვეყნები ურთიერთობენ ერთმანეთთან.
„იჭვს ვერ შევიტან პირველ ნაუბარში, რომ პრემიერმა რაც მასთან საუბარი შედგა, ის სხვანაირი ფორმით მიაწოდა საზოგადოებას, ამას ცალსახად გამოვრიცხავ. რაც შეეხება უშიშროების სამსახურის დახვეწილ, გამოცდილ ხელმძღვანელს, მისი განცხადებაც, ალბათ, იმ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, იმ დიპლომატიის, რომლითაც ქვეყნები ურთიერთობენ ერთმანეთთან“,- აღნიშნა კახაძემ.