„სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავს და გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეს მმართველი გუნდი და არჩევნებამდე დარჩენილ ვადაში უფრო დიდ შარს და ხიფათს არ გადაკიდოს ქვეყანა.
„დავუშვათ,რუსული კანონის არსს და მნიშვნელობას ვერ მიხვდით, ვერც პირველ მოსმენაზე, ვერც მეორეზე, ვერც მესამეზე, ვერც იმით, რომ ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.
ნიშნის მოგებით, რომ კითხულობდით, რატომ არის ეს კანონი რუსულიო?! - მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა, მედვედევი საქციელს გიწონებთ და ნეოკოლონიალიზმზე და აშშ-ზე ერთნაირად საუბრობთ. ახლა მაინც გამოფხიზლდით რა ზიანი მოუტანეთ ქვეყანას და ხალხს.
თქვენგან დიდი მოლოდინი არ მაქვს და ის მაინც გააკეთეთ, რომ დარჩენილ ვადაში, არჩევნებამდე რამე სხვა დიდ შარს და ხიფათს, ეს ქვეყანა არ გადაკიდოთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.