შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ, ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. დრო იწურება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის.
„ჩვენ გვსურს რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ამ ერთობის ნაწილი გახდეს. შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ.
ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. დრო იწურება! თქვენზეა დამოკიდებული როგორ გამოიყენებთ მას. საქართველოს მომავალს თავად ქმნით. დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ ამ გზაზე, თქვენ გვერდით ვართ“, - აღნიშნა ელჩმა.