რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი ამოტრიალდა და ოთხ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომობილებში მსხდომი პირები მსუბუქად დაშავდნენ.
არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი ირანის მოქალაქეა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.