ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თსუ-ს სტუდენტებმა გაფიცვა დააანონსეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, სტუდენტები უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე და პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში გადადიან.

,,თბილისის ქუჩებში არალეგიტიმურმა და სასტიკმა დარბევებმა ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტული და უმძიმესი ხასიათი მიიღო. ხელისუფლების მიერ დაქირავებული ზონდერები საკუთარ სახლებთან უსაფრდებიან, თავს ესხმიან და ასახიჩრებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. ტერორს უწყობენ ყველას, ვინც რეჟიმის რუსულ პოლიტიკას არ ესალმება.

დღეს უკვე საუბარი აღარ არის მხოლოდ ევროპული მომავლის დაცვაზე რომლის დაკარგვასთანაც ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში გაცხადებული დიქტატურის დამყარების პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება აუდიტორიებში მშვიდად ჯდომა. ეს არ არის ორდინალური ვითარება და ასეთი რეალობა ადეკვატურ ქცევას მოითხოვს.

სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიებში შესვლაზე. დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველის გამზირზე და გავაპროტესტებთ დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას. ჩვენ უკან დგას ათასობით სტუდენტი, რომელიც არ აპირებს დათმოს ქვეყნის თავისუფლება და მისი ევროპული მომავალი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები", - ამბობენ სტუდენტები.