არა ყველა იმ პროექტს, ინიციატივას, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან მესხიშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„ის რაც პოლიტიკის მიღმაა:
კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად (კონსტიტუციის 78-ე მუხლი).
საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დღესაც მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაცია (საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, 09.09.2024 გადაწყვეტილება ECHR, Application no.39611/18)
ამიტომ,
კი, ყველა იმ რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ყველა იმ პროექტს, ინიციატივას, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას!
ისტორიული შესაძლებლობა აქვს ქვეყანას და ეს არ უნდა დავუკარგოთ ჩვენს შვილებს!
არა, არა და არა ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას“, - წერს მესხიშვილი.