იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგენს სიებს არასწორია, უსამართლოა, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სიებთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს და შედეგები სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში იქნება გამოტანილი.
,,იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგენს სიებს არასწორია, უსამართლოა, იმიტომ რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილის მიერ არასდროს, არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რომ არ ჰქონოდეს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები გუნდის წევრებთან. პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და ამ საკითხებთან მიმართებით არ მგონია, რომ რაიმე ახალი შემოიტანოს დღევანდელობამ, რომ ერთმა კაცმა თუნდაც, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტოს ვინ იქნება და ვინ არ იქნება სიაში. ამაზე საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება გამოტანილი ამ კონსულტაციების შედეგები," - განაცხადა ვოლსკიმ.