საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვა და მიიღო კანდიდატის სტატუსი, საქართველოს შეუძლია გაწევრიანება, მაგრამ ამისთვის უნდა აკმაყოფილებდეთ სტანდარტს, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ კანონით ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება და ევროკავშირში გაწევრიანება რთული იქნება.
„ვფიქრობ, ქართველებს უყვართ ევროკავშირი. ჩვენ გვიყვარს საქართველო. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვა და მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს თქვენს კონსტიტუციაშია. საქართველოს შეუძლია გაწევრიანება, მაგრამ გაწევრიანებისთვის უნდა აკმაყოფილებდეთ სტანდარტს. ეს არის, რასაც ჩვენ განვიხილავთ საქართველოსთან და ვფიქრობ, ამას მივაღწევთ. ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ სტანდარტს. ეს არის მოკლე ფორმულა. კანონი არ აკმაყოფილებს სტანდარტს. ასე რომ, საქართველოსა და მისი მთავრობის გადასაწყვეტია, რას მოიმოქმედებენ ამ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ ამ კანონით, რთული იქნებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება და ამ სახის კანონით რთული იქნება ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ელჩმა.