ახალი ჩვენს პოზიციასა და გიორგი გახარიას განცხადებაში არაფერი იყო. რამდენიმე დღის წინ, რაც მან ინტერვიუში თქვა, არაერთხელ უთქვამს პერსონალურად. ჩვენი გუნდის პოზიციაც იცით, რომ „ლელოს“ მუდმივად წარმატებას ვუსურვებთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, მათი პარტიის სტრატეგიაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ.
„ასევე, (,,ლელოს") ვუსურვებთ, რომ გადალახოს ბარიერი ისე, რომ არ „განაცდეს“. ჩვენი გუნდის სტრატეგიაა, რომ „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ ამ არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ და ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის გაძლიერების გარდა მნიშვნელოვანია, რომ სხვა ისეთი პარტიებიც გაძლიერდნენ, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“ არ იქნებიან აფილირებული“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი პარტიისთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა „ლელოა“ და თანამშრომლობისთვის ღიაა.