EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი.
18, 22 და 26 ივნისს, ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, მეწარმეების მიერ მოწყობილია კვების სივრცეები, იქნება საზეიმო მსვლელობები, მუსიკალური პროგრამები და სპორტული აქტივობები.
რეგიონებში დიდ ეკრანებზე გარდა 18, 22 და 26 რიცხვის თამაშებისა, ფეხბურთის გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ მთელი თვის განმავლობაში EURO 2024-ის სხვა მატჩებსაც ადევნონ თვალი.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დღეს გამართავს.