ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უხვმა ნალექმა ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიის 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი გამოიწვია

წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე (ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე) გამოიწვია მეწყრული პროცესი, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ჩაიკეტა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დილიდანვე მოხდა სტიქიის ადგილზე ხუთი ერთეული ტექნიკის მობილიზება და მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ლოკაცია და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.