ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

AP: დორტმუნდში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო. საგულშემატკივრო ზონები დაიხურა

საქართველო-თურქეთის მატჩის წინ, დორტმუნდის ცენტრში, ევროპის ჩემპიონატის გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ზონა და ქალაქის პარკში თამაშის საყურებლად მოწყობილი სივრცე დაიხურა. როგორც AP-ი წერს, მიზეზი ქარიშხლის საფრთხეა.

ამასთან, ადგილობრივი გულშემატკივრებს, ვისაც სტადიონზე თამაშის დასასწრები ბილეთი არ აქვთ, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივართა ზონები ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ კიდევ სამ ქალაქში - კიოლნში, დიუსელდორფსა და გელზენკირხენში დაიხურა.

დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს თურქეთთან გამართავს.