ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ოპოზიციური პარტიები: პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია - რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ

ოპოზიციური პარტიები ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ რუსულის შესახებ გაკეთებულ ბოლო დროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც პარტიები აღნიშნავენ, მმართველი პარტია ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, - წერია განცხადებაში.

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ „აგენტების კანონი“ შელამაზებას არ ექვემდებარება და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს.

„ივანიშვილის ამ რუსული ინიციატივის გამო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი გახდა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ტერორში ჩართულია არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, არამედ შსს-ს საპოლიციო დანაყოფები. პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უკვე მიადგა უმძიმესი ზიანი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი დარტყმის ქვეშ დგას, ამიტომ, ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია, რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ეს კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული“, - აცხადებენ პოლიტიკური პარტიები“- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

„ახალი“
„სტრატეგია აღმაშენებელი“
„დროა“
„გირჩი - მეტი თავისუფლება“
„რესპუბლიკური პარტია“
„ლელო საქართველოსთვის“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.