საუდის არაბეთის ქალაქ მექაში, ყოველწლიური ჰაჯის დღესასწაულის დროს სიცხისგან, უკვე 550-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის 323 ეგვიპტელი, 40-ზე მეტი იორდანელი, 35 კი ტუნისელი მომლოცველია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გასულ დღეებში მექის დიდი მეჩეთის მახლობლად, ჩრდილში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ +51 გრადუსი შეადგინა.