ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რუსეთში დაკავებულ ამერიკელ სამხედროს სასამართლომ 4 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში ქურდობისა და მკვლელობის მუქარის ბრალდებით დაკავებულ ამერიკელ სამხედროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლომ დაადგინა, რომ 34 წლის გორდონ ბლექმა შეყვარებულს, ფული მოჰპარა, შემდეგ კი მოკვლით ემუქრებოდა.

გამოძიება ამერიკელი სერჟანტისთვის 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთას, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა.

გორდონ ბლექმა მკვლელობის მუქარის მუხლით ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ აღიარა, რომ შეყვარებულს ფული მოჰპარა.

ამერიკელი სერჟანტის დაცვის მხარე სასამართლო განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.