ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მოზარდს, რომელიც ცხინვალში მდინარემ გაიტაცა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებენ

ცხინვალში, ლიახვში ჩავარდნილ ბავშვს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულები არიან მაშველები და მყვინთავები, ასევე იყენებენ სპეცტექნიკას.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, 8 წლის ბავშვი დინებამ დღეს, შუადღისას გაიტაცა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.