ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რიში სუნაკის დაცვის თანამშრომელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების თარიღზე ფსონების დადებაშია ეჭვმიტანილი

BBC -ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერის რიში სუნაკის დაცვის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების თარიღზე ფსონების დადებაშია ეჭვმიტანილი. 

ლონდონის პოლიციის ცნობით, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პოლიციელი ფსონებს დებდა.

როგორც მათ გამოცემას განუცხადეს, საქმე დაუყოვნებლივ გადაეცა შესაბამის ორგანოს, რომელმაც გამოძიება დაიწყო. ამასთან, პოლიციელი ოპერატიული მოვალეობებიდან გაათავისუფლეს.

მიმდინარე კვირას ოფიცერი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.