ინდოეთში უხარისხო ლიქიორით მოწამვლის შედეგად, სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, არანაკლებ 80 კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ამის შესახებ BBC წერს.
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთში, თამილ ნადუს შტატში მოხდა. საავადმყოფოებს მუცლის ტკივილისა და გულისრევის სიმპტომებით 100-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
ადგილობრივმა პოლიციამ უკვე დააკავა ლიქიორის გამყიდველი, 49 წლის მამაკაცი. ამოღებულია 200 ლიტრი უხარისხო ლიქიორი.