ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მთავრობა დემონსტრაციულად არ აღასრულებს

საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა საჯარო განცხადება, რომლითაც საზოგადოებას აცნობა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების განახლებას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს იცავს გამოძიებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ის აგრძელებს, ამ საქმეზე უსამართლო, არაეფექტიანი და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ტენდენციას.

მათივე ინფორმაციით, ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ არის დამოუკიდებელი უწყება და მას არ აქვს ინსტიტუციური რესურსი გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების მძიმე და პოლიტიზებული საქმეები.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ დაეყრდნო მხოლოდ თბილისის პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების მასალებს და თავად არ უწარმოებია ყოველმხრივი, სრული და დამოუკიდებელი გამოძიება.

ამ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1 წელი მოანდომა. ამ პერიოდის განმავლობაში, უწყებას არც ერთი ჩვენი შუამდგომლობისთვის და განცხადებისთვის არ უპასუხია. ამასთან, უწყებამ არც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები გამოჰკითხა.

ინფორმაცია გამოძიებაზე უარის შესახებ ცნობილი გახდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფეისბუქ გვერდიდან. ამ საქმეზე უწყების მუშაობის მანერა, თავის მხრივ, მისი პოლიტიზებისა და მიუკერძოებლობის პრობლემას აჩვენებს“, - აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

2024 წლის 11-14 მარტს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც მაჩალიკაშვილის საქმეც არის გაერთიანებული.