„ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი „მთავარი არხის" ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნება" გენერალურ პროკურორად მის წარდგენას აპირებს, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია, რომ პარლამენტს კანდიდატები წარუდგინოს.
„მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, აქედან გამომდინარე, ყველა ერთად დაველოდებით კანდიდატების წარმოდგენას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს კანდიდატებად.
„ეს ჩვენს კომპეტენციაში არ არის ვისაუბროთ იმაზე, რაც უნდა გადაწყვიტოს საპროკურორო საბჭომ. საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარმოგვიდგენს. როდესაც წარმოგვიდგენს, იქ ნახავთ ვინ იქნება წარმოდგენილი. ვისაუბრო იმაზე, რაც ჩვენი კომპეტენცია არ არის არ იქნება სწორი. საპროკურორო საბჭო არავის სთავაზობს თანამდებობებს. ამას ელემენტარული ჩახედვა სჭირდება კანონმდებლობაში," - განაცხადა ოხანაშვილმა.