თურქეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ქვეყნის სამხრეთ- აღმოსავლეთში, დიარბაქირისა და მარდინის პროვინციებში სტიქიას უკვე 5 ადამიანი ემსხვერპლა.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 3 ადამიანი დაიღუპა დიარბაქირში, 2 კი მარდინში. 40-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს, 10 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი ერლიქაიას განცხადებით, ცეცხლი 22:15 საათისთვის გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. ამჟამად სტიქია ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.