ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსულმა სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა.
გვიან ღამით, ძლიერი ქარი, სეტყვა და წვიმა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
სტიქიის შედეგად, განადგურა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებულია ვენახი, ბოსტნეული და ხეხილის ბაღები.