გერმანიის ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა ჩინეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ევროპული საქონლის ექსპორტი რუსეთში, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას უკრაინის ომში.
„თუ სამხედრო კომპლექსში გამოყენებული საქონლის იმპორტი ჩინეთიდან აღარ განხორციელდება, ეს ასევე დაეხმარება ჩვენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობას”, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა.
ჰაბეკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლას არ დათანხმდება.